ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება: გაეროს მოდელირების კლუბები საქართველოს 15 ახალგაზრდულ ცენტრში

2023-09-16

გახსოვთ, ახალგაზრდულ ცენტრებში გაეროს მოდელირების კლუბების შექმნა რომ დავაანონსეთ?! 

Საქართველოს მასშტაბით 15 ცენტრში კლუბებმა აქტიურად იმუშავეს ფინალური კონფერენციების ჩასატარებლად და სხვადასხვა თემაზე გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ახალგაზრდები გააერთიანეს. 

Მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების როლი მოირგეს და მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემების გადასაჭრელად საკუთარი გადაჭრის გზები ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარმოადგინეს. 

გაეროს მოდელირების შესახებ დეტალური ინფორმაცია - ბმული

ინფორმაცია Ახალგაზრდულ ცენტრებში გაწევრიანების მსურველებისთვის - ბმული

გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩატარდა  USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.