პუბლიკაცია: სამუშაოსთვის მზაობა

2023-07-14

პუბლიკაცია: სამუშაოსთვის მზაობა

ნებისმიერი თანამედროვე ხელმძღვანელი დაგვემოწმება, რომ თანამშრომლის წარმატება ორგანიზაციაში დამოკიდებულია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სპეციალობის ან დარგის ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ იმ სხვადასხვა პიროვნული და სოციალური უნარჩვევების ერთობლიობაზე, რომელიც ყველა ორგანიზაციისა და ყველა სამუშაო ადგილისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. სამუშაოსთვის მზაობის, ან როგორც მათ ზოგჯერ მოიხსენიებენ - დასაქმების უნარ-ჩვევები, სამწუხაროდ, არ ისწავლება სკოლებში ან უმაღლეს სასწავლებლებში და უფრო მეტად არაფორმალური გზით, სამუშაო გამოცდილებით, ან შესაბამისი სატრენინგო პროგრამების მეშვეობით მიიღება. სწორედ ამ აუცილებელი უნარ-ჩვევების გაცნობის და გავარჯიშების, და ახალგაზრდებში სამუშაოსთვის გარკვეული მზაობის შექმნის მიზნით მოვამზადეთ წინამდებარე სახელმძღვანელო. ვიმედოვნებთ, რომ აქ თავმოყრილი არსებითი ინფორმაცია და მარტივი, პრაქტიკული რჩევები არა მხოლოდ სამუშაოს მაძიებლებს წაადგება, არამედ დაეხმარება აგრეთვე ახალბედა თანამშრომლებს მშვიდად და დაჯერებულად იგრძნონ თავი ახალ გარემოში, მოახერხონ სამუშაო ადგილზე სწრაფად ადაპტირება, შეძლონ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან კორექტული საქმიანი ურთიერთობების დამყარება და წარმატებული საქმიანი კარიერის დაწყება.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები - საქართველოს“ მიერ, პროექტის ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორები - საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.