ახალგაზრდა ევროპელი ელჩების სტუმრობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში

2023-06-09

საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ევროპული არჩევანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში, ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. 

საქართველოს გაეროს ასოციაცია ახალგაზრდების გაძლიერებაზე და მათ ცვლილებების ინიციატორებად ჩამოყალიბებაზე არის ორიენტირებული. ამ მიზნის მიღწევის პროცესში, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობას ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიებში, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სიკეთეებზე და სარგებელზე, რასაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს.  

8 ივნისს, USAID-ის მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიის და ხელმისაწვდომობის (DEIA) საბჭოს მოწვევით, პროგრამაში ჩართული  „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკის საელჩოს და   USAID-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიის შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ როგორი იყო საზოგადოების მიმღებლობა და ინტერესი ევროკავშირის შესახებ.  

 Ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტი მიმდინარეობს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.