მარიჯან ენდელაძე - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-11-07

,,FID მედიაწიგნიერების კამპანიისა და ამბის თხრობის უნარების ტრენინგების წყალობით ჩემს თავში აღმოვაჩინე ისეთი უნარები, რომლებიც აქამდე ჩემი ყურადღების მიღმა იყო.” - მარიჯან ენდელაძე, ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

მარიჯან ენდელაძემ ახლახანს დაასრულა ქ. ქუთაისის 31–ე საჯარო სკოლა, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მოლოდინშია, სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამაზე გეგმავს სწავლას. მიაჩნია, რომ FID-ის  პროგრამამ მისი პროფესიული ორიენტაციის გზა განსაზღვრა, გაიარა მედიაწიგნიერებისა და ამბის თხრობის უნარების ტრენინგ-კურსები. დღეს სასიამოვნოდ იხსენებს შუა პანდემიის პერიოდში,  2020 წლის მიწურულს, მაშინ როცა ონლაინ სწავლების გამო აღარ უწევდა  გარეთ გასვლა, არც რაიმე მნიშვნელოვან პროექტში შეეძლო მონაწილეობის მიღება და არც დროის პროდუქტიულად გამოყენება –  შესაბამის დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში საინტერესო შესაძლებლობა.

 ,,გაეროს ასოციაციამ შეძლო ადაპტირება და ონლაინშიც კი დიდებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა. გამაცნო უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებთანაც მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო და დღემდე ასე გრძელდება ჩემთვის. ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად აწყდება გარკვეულ პრობლემებს, რომლის გადაჭრასაც ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ამ პრობლემებს დანახვა და ანალიზი სჭირდებათ.  FID-ის პროგრამამ არამარტო რადიკალურად შეცვალა ჩემი ხედვები და დამანახა თუ რამდენი პრობლემა არსებობს მსოფლიოში, არამედ მასწავლა ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც.“ - ამბობს მარიჯანი.

მარიჯანმა FID პროგრამის მრავალმხრივი შინაარსი სასარგებლოდ გამოიყენა საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გასაზიარებლად.

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.