ხათუნა აფხაზავა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-11-14

„ჩემთვის დიდი პატივია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩის ტიტული ვატარო და წვლილი შევიტანო ჩემი  სოფლის ჯანდაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში” - Ხათუნა აფხაზავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი ხაჯალიაში (გურია)  

Ხათუნა საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.  

Ხათუნა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ძალიან ბევრ სხვადასხვა პროექტშია ჩართული,  როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი მან შეხვედრა სოდელ ხაჯალიის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის დაგეგმა შეხვედრა, რომლებიც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და რომლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა:  

„შეხვედრაზე Მოსახლეობის ის სეგმენტი იყო შეკრებილი, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და ძირითადად მხოლოდ ტელევიზიიდან იღებენ ინფორმაციას, შესაბამისად ეს პირდაპირი შეხვედრა მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რათა მიეღოთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომელსაც ცალმხრივი კომუნიკაციის დროს ვერ იღებენ, ვგულისხმობ ტელე-ეთერიდან მიღებულ ინფორმაციას.” - ამბობს ხათუნა.  

 Ხათუნასთვის და მისი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობები, შესაბამისად ისინი ამ მიმართულებითაც ერთვებიან პროექტებში:   

„ჩემი საქნიანობიდან გამომდინარე ბევრ საინტერესო პროექტში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა  ერთ-ერთს გამოვყოფდი: „სოფლის ფილტვები",  რაც გულისხმობდა სკოლის ეზოს გამწვანებას, პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი და შემდეგ დაირგო ვერცხლისფერი ცინერეები (ჯუჯა ევკალიპტები) სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გვიცავენ როგორც ანტისეპტიკური საშუალება: აშრობს ფესვებით ნიადაგს და ამშვენებს ჩვენი სკოლის ეზოს.”  

Ხათუნა მისი სოფლის დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტზე, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორზე ზურა ალხანიშვილზეც გვიზიარებს: 

„Ისეთი სპეციალისტისგან მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიც ზურა ალხანიშვილია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იმდენად მარტივი, ცხოვრებისეული ენით აგვიხსნა ყველაფერი, რომ შეხვედრა ყველასთვის გასაგები და ინფორმატიული გამოვიდა.” - ამბობს ხათუნა. 

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.