ნინელი თორდინავა - ავიცრათ ერთმანეთისთვის

2021-11-01

„კოვიდი - გლობალური დაავადებაა, მის დასამარცხებლად მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეცნიერები მუშაობენ, ამდენად როგორ შეიძლება არ ვიწამოთ მათი?!...” - ნინელი თორდინავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

ქალბატონი ნინელი სკოლაში ქიმიას ასწავლის, მას ძალიან უყვარს საკუთარი მოსწავლეები. თვლის რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა სამყაროს გადარჩენისთვის: 
„ვაქცინის გაკეთება ჩვენი მოვალეობაა, რომ დავიცვათ არა მარტო საკუთარი სიცოცხლე, არამედ ჩვენი ოჯახის , შვილების უსაფრთხოება, როგორც ამბობენ - ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი რეალური საშუალება..” - ამბობს ნინელი თორდინავა. 

ქალბატონი ნინელი ერთ-ერთია ვინც ჩხოროწყუში თანასოფლელებთან ერთად მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, სფეროს ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ