იცით, რა არის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი?

2022-02-08

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება" - ფარგლებში ჩამოყალიბდა. 

“მოძრავი უნივერსიტეტი საქართველოში საუკუნის წინ არსებულ პრაქტიკაზე, პირველი რესპუბლიკის დროს განვითარებული „სახალხო უნივერსიტეტის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცდილობს,პროექტში ჩართოს ისეთი ჯგუფები, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ სამოქალაქო დასაზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოძრავი უნივერსიტეტის ფარგლებში ტარდება ლექციები, სემინარებიდა სადისკუსიო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონულ ცენტრებში. ჩვენ გვსურს, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და ჩართულობა, გენდერული თანასწორობა  და სხვა მსგავსიმნიშვნელოვანი საკითხები წარმოვაჩინოთ ისტორიული რაკურსით იმის საილუსტრაციოდ, რომაღნიშნული საკითხები არ არის საქართველოს იდენტობისთვის უცხო ან ახალი, არამედ საუკუნის წინდაწყებული, მაგრამ გარკვეულ დროს შეჩერებული პროცესის გაგრძელებაა. ამ ყველაფერთანერთად, მოძრავი უნივერსიტეტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და მოლოდინების შესახებახალგაზრდების ინფორმირება და საქართველოში პროფესიული და უწყვეტი განათლების პოპულარიზაცია” - თეონა ლებანიძე, პროექტის ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ხელმძღვანელი.

ლექციები საქართველოს 60-მდე დაბასა და სოფელში იმართება, სადაც ახალგაზრდებს შეხვედრები სხვადასხვა თემაზე უტარდებათ. 

„ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, მსგავსი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დღესმიღებული ცოდნა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს განვითარებაში. ამ ლექციებისას მოსმენილიინფორმაციის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, აქამდე არ მქონდა გაგებული. მსგავსი ლექციები ჩვენს სასკოლო ცოდნას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს” - ამბობს მოძრავი უნივერსიტეტისმონაწილე, ჩიბათის სკოლის მოსწავლე გვანცა გოგიტიძე

ლექციებს წარმატებული პროფესორები და ლექტორები სხვადასხვა საინტერესო თემაზე ატარებენ.  

„მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული იყო ერთი საუკუნის წინ. დღეს ჩვენ ვცდილობთ, ერთი მხრივ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება, მეორე მხრივ კი უზრუნველვყავით მისი შინაარსობრივი მრავალფეროვნება. ჩვენ მიერ შემუშავებულიმოძრავი სახალხო უნივერსიტეტის მოდულები მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევეგულისხმობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემასაც, მათ შორის ადვოკატირებისა დაჩართულობის ხერხების სწავლებას. ვფიქრობთ, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფორმატშიქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეწოდებათ საინტერესო დაპრაქტიკული თვალსაზრისით გამოსადეგი ინფორმაცია ცალკეული სფეროს მკვლევრების, პროფესორებისა და პრაქტიკოსი ექსპერტებისაგან“ - ამბობს მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი და ლექტორი ირაკლი ირემაძე

მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამისნაწილი სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადიამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ასევე წაიკითხეთ:

  • ისტორია: დინა ფუტკარაძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე
  • ისტორია: გვანცა გოგიტიძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე
  • ისტორია: ელვირა ალიევა - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე