წარმატების ისტორია - დათო მახარაძე

2021-04-01


დათო მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტია. 2020 წლის ნოემბერში, USAID-ის პროგრამა PITA-ს ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის გამარჯვებული გახდა და ბათუმში, კომპანია “ლოიალტეში”, ბუღალტერიის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში, მუშაობის პარალელურად, დათო ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრშიც გაწევრიანდა. დათო სტაჟირების შემდგომ კომპანია “ლოიალტეში” დასაქმდა და დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

როგორც თავად აღნიშნავს, პანდემიის პირობებში სტაჟირებამ მას მრავალი ახალი უნარი შესძინა. უპირველეს ყოვლისა, ისწავლა თუ როგორ ემუშავა შეზღუდული რესურსებით, როგორ გადაეტანა საქმიანობა ონლაინ სივრცეში ისე, რომ შედეგები კვლავ დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო. დათო საქმიანობის გაგრძელებას ბუღალტერიის მიმართულებით აპირებს და, მისი აზრით, სტაჟირების პროგრამას სამომავლო გეგმების განხორციელებაზე პოზიტიური გავლენა ექნება.

გამოცდილების გაზიარება და სხვა ახალგაზრდებში სტაჟირების დაინტერესების გაძლიერება PITA-ას სტაჟირების პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. დათო აქტიურად უზიარებს საკუთარ ცოდნას ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში ჩართულ სხვა ახალგაზრდებს და ცდილობს, მათში სტაჟირების და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობების მიმართ ინტერესი გააღრმავოს.