UNA@Tbilisi Open Air

2023-06-01

 

 

საქართველოს გაეროს ასოციაცია 23-25 ივნისს Tbilisi Open Air-ზე იღებს მონაწილეობას.

ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საინტერესო საუბრებს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, ქვიზებში, სხვადასხვა თემატურ აქტივობაში  და მოიგონ პრიზები.

 

Საქართველოს გაეროს ასოციაციის სპიკერების ლაინაფი:

23 ივნისი - მრავალფეროვნების დღე

  • რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი - „ტოლერანტობა და თანასწორობა“ 
  • ოქტაი კაზუმოვი, ფილოლოგი, მთარგმნელი - „მრავალფეროვნება ქართულ კულტურასა და ლიტერატურაში”

24 ივნისი - თანასწორობისა და თავისუფლების დღე

  • თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - „ინფორმაციული ქაოსი და დახშული სივრცე”
  • გიორგი მშვენიერაძე, იურისტი. “დემოკრატიის მცველების” თავმჯდომარე - „ადამიანის უფლებები და შეკრება-მანიფესტაციის უფლება”
  • ედუარდ მარიკაშვილი, უფლებადამცველი, იურისტი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)" გამგეობის თავმჯდომარე, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი  - „გამოხატვის და შეკრების თავისუფლება”
  • გიორგი ფანიაშვილი, საგარეო პოლიტიკის მიმოხილველი, ლექტორი - „საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანი”

25 ივნისი - ახალგაზრდობისა და სამოქალაქო აქტივიზმის დღე

  • იდა ბახტურიძე, უფლებადამცველი, ფემინისტი აქტივისტი და ექსპერტი ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში - „ქალთა როლი და აქტივიზმი“
  • აკაკი საღინაძე, სამოქალაქო აქტივისტი - „ახალგაზრდების როლი სამოქალაქო აქტივიზმში“
  • გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი &  ზაზა შენგელია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, „American Purpose – საქართველოს” აღმასრულებელი რედაქტორი - „დემოკრატიის პრინციპები და სამოქალაქო აქტივიზმი”

გარდა საინტერესო სპიკერებისა, შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის მრავალფეროვნების, თანასწორობის, თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ბევრ გასართობ და შემეცნებით აქტივობაში.

საქართველოს გაეროს ასოციაცია ფესტივალს უერთდება USAID/Georgia-ს „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.