სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მდგრადობის ინდექსი 2020

2021-12-09

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) მიერ CSO Sustainability Index-ის (CSOSI) ოცდამეოთხე გამოცემაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია  გაეროს ასოციაციის მიერ შემუშავდა. 

დოკუმენტი მოიცავს 2020 წლის უპრეცედენტო ვითარებაში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც COVID-19 პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა ასპექტზე მთელს მსოფლიოში.

ის ეხება როგორც მიღწევებს, ასევე - წარუმატებლობას სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის შვიდ ძირითად კომპონენტში. 

Შეიძლება ითქვას, რომ შვიდივე კომპონენტი: სამართლებრივი გარემო, ორგანიზაციული შესაძლებლობები, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა, ადვოკატირება, მომსახურების მიწოდება, დარგობრივი ინფრასტრუქტურა და საჯარო იმიჯი დაზარალდა პანდემიის შედეგად. 

CSOSI მიზნად ისახავს, იყოს ინფორმაციის სასარგებლო წყარო ადგილობრივი სსო-ებისთვის, მთავრობებისთვის, დონორებისთვის, მეცნიერებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთ გაიგონ და მონიტორინგი გაუწიონ სსო სექტორში მდგრადობის ძირითად ასპექტებს.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით. 

Perfect Watches
uhren replika der spitzenklasse rolex replica replica hubolt watches