“ვაშენოთ მომავალი”, წარმოადგენდა 5 წლიანი პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდთა ჩართვას ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობასა და სტაბილურ განვითარებაში. პროგრამა მოიცავდა თბილისსა და საქართველოს 6 რაიონს ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, აჭარასა და აფხაზეთს. პროგრამის ფარგლებში 15-17 წლის ასაკის საქართველოში მცხოვრებ, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოზარდებს შესაძლებლობა ეძლეოდათ ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო და სხვა სახის ღონისძიებებში, რაც მათ შორის ეთნიკური ურთიერთგაგების გაღრმავებას უწყობდა ხელს და უზრუნველყოფდა მოზარდთა ჩართვას საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრაში. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოზარდთა კლუბები დაარსდა, რომლებიც ძირითადად ოთხი მიმართულებით მუშაობდა. საგანმანათლებლო მიმართულება კონფლიქტის მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, ადამიანის უფლებების და რიგ აქტუალურ საკითხებზე ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას ითვალისწინებდა. სპორტულ–შემოქმედებითი მიმართულება მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, მონაწილეობა მიეღოთ შეჯიბრებებში და შემოქმედებით საღამოებში. საგრანტო მიმართულებით მუშაობისას მოზარდები ცდილობდნენ შესაბამისი ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენებინათ და საკუთარი პროექტებით გრანტები მოიპოვებინათ. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც პროგრამამ განსაკუთრებით გაითქვა სახელი არის საზაფხულო ბანაკები, რომლებიც ყველაზე აქტიური საქმიანობით გამორჩეულ კლუბის წევრებს მთაში და ზღვაზე გამგზავრების შესაძლებლობას აძლედა. ბანაკებში ახალგაზრდები ესწრებოდნენ პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგებს და მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებებში. პროგრამა ხორციელდებოდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა და სოხუმის მოზარდთა სახლის (აფხაზეთი) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ www.bff.ge
|