მთავარი
  ჩვენს შესახებ    პროგრამები    ინფორმაციული რესურსები    მიმოხილვა    თანამშრომლები    სერვისები  
ENG | GEO     
დემოკრატია და მმართველობა / მმართველობა / ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება | ლტოლვილები და მიგრაცია | ახალგაზრდობა და განათლება | ინფორმაცია და ანალიზი | სპეციალური პროგრამები
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება

“ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა” წარმოადგენდა 4 თვიან პროგრამას, რომელიც 2007 წელს განახორციელა საქართველოს გაეროს ასოციაციამ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.  

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნება და სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება, მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების ეფექტური გამოყენებისათვის.

სასამართლო რეფორმის კონცეფციის მხედველობაში მიღების, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მნიშვნელობისა და ამ სფეროში ხელისუფლების ორგანოთა არაეფექტური საქმიანობის გათვალისწინებით, გაეროს ასოციაციამ შეიმუშავა აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, როგორიცაა სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მეთოდოლოგის მომზადება, ოფიციალური წარმომადგენლების ჩართვა სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის პროცესში, საფუძვლის მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად სამომავლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

პროგრამა მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობას, სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და  ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის საფუძველზე. პროექტი ასევე ამახვილებდა ყურადღებას გაჭიანურებული სასამართლო დავების პრობლემაზე.

პროექტის კომპონენტები:

• სამართლებრივი ნორმების საერთო ინტერპრეტაციის სქემის შექმნის ხელშეწყობა;
• სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვანი სისტემის შექმნის ხელშეწყობა;
• სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მოდელირება;
• იურისტებისა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამართლებრივი ნორმების ადეკვატური განმარტების ხელშეწყობა.

პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, პროგრამა ითვალისწინებდა დისკუსიებს, სემინარებს და შეხვედრებს. პროგრამის დასრულების შემდეგ გამოიცა პუბლიკაცია “სასამართლო პრაქტიკის ანალიზი”.

 


  UNAG © 2005