“მთელი მსოფლიო ჩვენს საკლასო ოთახში” გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა უკვე შვიდი წელია, რაც განათლების საერთაშორისო მაღალ სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებას პასუხობს. სკოლაში განათლების მიღება 5 დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ (მოსამზადებელი, დაწყებითი, საბაზო და ზოგადი განათლების ყველა საფეხური). სკოლა გთავაზობთ მასტიმულირებელ, შემოქმედებით აკადემიურ პროგრამებს უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში. ეს არის “სახლი სახლის გარეთ”- მზრუნველობით სავსე უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ განავითარონ საკუთარი თავის რწმენა, უნარ-ჩვევები და შემოქმედებითობა, რაც მათი აკადემიური წარმატების საწინდარია. განათლებისადმი ჩვენი მიდგომა დაბალანსებული საგანმანათლებლო პროგრამით და წამახალისებელი აქტივობების გზით ჩვენ მოსწავლეებს ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ვეხმარებით. სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კრიტიკულად და ეთიკურად მოაზროვნე თაობის გაზრდა, რომელიც თავის დროსა და ცოდნას მოახმარს საკუთარ პროფესიულ განვითარებას. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს წარმატებულად დააკავშირონ მათი სასკოლო გამოცდილება საერთაშორისო რეალიებთან.
სკოლის სტრატეგიული ამოცანაა მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალისა და შემეცნების ზრდა საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკული მაგალითებისა და ხედვის საფუძველზე. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები უშუალო მონაწილენი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო პროცესებისა თუ დიალოგებისა. სკოლა ეხმარება მათ საკაცობრიო ღირებულებების უკეთ აღქმასა და შეცნობაში.
|