საგა შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციათა ქსელის გაძლიერებას. საგა ხელს უწყობს სომხეთის გაეროს ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებას და აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციის შექმნას. სამხრეთ კავკასიის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციათა ერთობლივ ინიციატივებს, რომლების ხელს შეუწყობს კულტურული დიალოგების წარმოებას ქვეყნებს შორის. პროგრამა “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” მიზნად ისახავს ათასწლეულის განვითარების მიზნების მონიტორინგს როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
|