საქართველოს გაეროს ასოციაცია 1998 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიზნად ისახავს ლტოლვილთა დაცვის სფეროში ხანგრძლივი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ინიციატივის დამკვიდრებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინტერესების სფეროში მყოფი პირების საჭიროებების გამოვლენას და მათ შესაძლო დაკმაყოფილებას. პროგრამა მოიცავს ლტოლვილთა დაცვის სხვადასხვა სფეროს. გაეროს ასოციაცია სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში ამაღლებს ინფორმირებულობის დონეს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიბელთა კანონმდებლობის და პრაქტიკის შესახებ, რაც შესაბამისად ხელს უწყობს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემათა უკეთ შეცნობას და მათი დაძლევის დამატებითი გზების ძიებას. პროგრამის აქტივობები გაეროს ასოციაცია პროგრამის ფარგლებში გამოსცემს კვარტალურ სამენოვან (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) ბიულეტენს “თავშესაფარი”, რომელიც მოიცავს ლტოლვილთა დაცვის სხვადასხვა საკითხებს, ისევე როგორც ანგარიშებს, საერთაშორისო ორგანიზაციათა სიახლეებს და საკანონმდებლო ცვლილებებს. ბიულეტენი ვრცელდება არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებში. საქართველოს გაეროს ასოციაცია პროგრამის ფარგლებში 2001 წლიდან ახორციელებს რეგულარულ ტრეინინგებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრისთვის. დღემდე საქართველოს გაეროს ასოციაციამ ტრეინინგი ჩაუტარა დაახლოებით 450 მესაზღვრეს, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნებს. ტრენინგების მიზანია განავითაროს მესაზღვრის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის სფეროში, და გააცნოს მათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა. ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს პროგრამის ფარგლებში მომუშავე იურისტები და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშრომლები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს და ახორციელებს თემატურ ტრენინგებს მოსამართლეთათვის, იუსტიციის საბჭოსათვის, იურისტთათვის, და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის. კვლევის კომპონენტი გაეროს ასოციაცია როგორც ლტოლვილთა დაცვის სფეროს ოპერატიული სააგენტო, იკვლევს ინფორმაციას ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირებთა შესახებ და წარმოშობის ქვეყნის ინფორმაციის მიწოდებით, ხელს უწყობს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილების მიღებაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებთან დაკავშირებით. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ანგარიშები უმნიშვნელოვანესია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისათვის და სხვა იმ დაინტერესებული მხარეებისათვის, რომლებიც მუშაობენ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით. ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფების შესახებ და ფოკუსირებას აკეთებს იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოდან მიგრაციის საფუძველია. იურიდიული მომსახურება გაეროს ასოციაცია იურიდიულ მხარდაჭერას (იურიდიული კონსულტაცია, წარმომადგენლობა სასამართლოში) უზრუნველყოფს იმ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომლებსაც ხელთ აქვთ საჩივრები დეპორტაციასთან, ექსტრადიციასთან, დაბადების ადგილის რეგისტრაციასთან, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის რეგისტრაციასთან ან ლტოლვილის სტატუსის არდამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩეჩენ ლტოლვილთა ინტეგრაცია
გაეროს ასოციაციამ 2005 წელს “ეროვნული წვლილი დემოკრატიაში” თანამშრომლობით განახორციელა პროგრამა, რომელიც ემსახურებოდა პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. პროგრამის აქტივობები მოიცავდა: ინფორმაციულ სესიებს, პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასა და ხეობაში დასახლებულ ლტოლვილთა შეხვედრებს, საჭირო იურიდიული მომსახურების გაწევას, ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ლტოლვილთათვის კანონის წინაშე მათი უფლებებისა და სამინისტროების და შესაბამისი საერთაშორისო ინსიტუტების პასუხისმგებლობების გაცნობას.
|