საქართველოს გაეროს ასოციაცია მიზნად ისახავს ლტოლვილთა დაცვის სფეროში ხანგრძლივი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ინიციატივის დამკვიდრებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინტერესების სფეროში მყოფი პირების საჭიროებების გამოვლენას და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებას.
ამ მიზნის მისაღწევად გაეროს ასოციაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთობლივი პროგრამის “საქართველოს ლტოლვილთა საბჭო” ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა სახის ღინისძიებებს, ლტოლვილთა სამართლებრივ დახმარებას, სასამართლო წარმომადგენლობას, და ტრეინინგებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის. პროგრამის ფარგლებში გაეროს ასოციაცია თანამშრომლობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
საქართველოს გაეროს ასოციაცია თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის გამოსცემს კვარტალურ ბიულეტენს “თავშესაფარი”. გაეროს ასოციაციის იურისტები კონსულტაციას უწევენ და უზრუნველყოფენ წარმოადგენლობას სასამართლოში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.refuge.ge