ერთწლიანი ინიციატივა საჯარო სამსახურის კოდექსის შექმნა, 2005 წელს განხორციელდა გაეროს ასოციაციის მიერ. ინიციატივა მხარდაჭერილი იყო ევრაზიის ფონდის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის კოდექსის შექმნით, განესაზღვრა საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები, საჯარო მოსამსახურის ეთიკური ნორმები, გამოევლინა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფცია, და მის აღმოსაფხვრელად შეემუშავებინა სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლები. აქტივობები 2004 წელს პროგრამის სამუშაო ჯგუფმა გამოიკვლია არსებული კანონმდებლობის სამართლებრივი და პროცედურული ნაკლოვანებები. 2005 წელს კვლევაზე დაყრდნობით ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა საჯარო სამსახურის კოდექსის კონცეფცია, რომელიც შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებამ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და სახელმწიფო სამსახურებმა განიხილეს.
|