ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა საქართველოში არის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოს მთავრობასთან, აგრეთვე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება. ამისათვის პროგრამა სახელმწიფოს ხელს შეიწყობს ჩამოაყალიბოს და განახორციელოს ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ერთიანი მრავალ-ეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი დისკუსიებისა და დებატების გამართვას ქვეყნის მასშტაბით, როგორც მოქალაქეების, ისევე სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით. პროგრამის პროდუქტები
ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ქვეყანაში ინტეგრაციისა და ტოლერანტობის ხარისხის გაზრდის მიზნით. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნება საჯარო და სამოქალაქო ექსპერტების მიერ ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ უმცირესობებისა და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლები. მცირე გრანტების კომპონენტი სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად გრანტები გაიცემა საზოგადოებაში ერთიანობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების ხელშესაწყობად, საზოგადოებაში მრავალფეროვნების მიმართ დადებითი ტენდენციების განსავითარებლად, მარგინალური ჯგუფებისადმი დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად, თემებს შორის კავშირების ჩამოსაყალიბებლად და გასაღრმავებლად, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გასამყარებლად. ყოველკვირეული სატელევიზიო თოქ-შოუ, დოკუმენტური ფილმები და სოციალური სარეკლამო რგოლები დამუშავებდა და წარედგინება საზოგადოებას მრავალფეროვნების დადებითი მხარეების წარმოჩენისა და ქვეყანაში სამოქალაქო იდენტობის გრძნობის განვითარების მიზნით. პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა 2006 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. ეს იყო ტოლერანტობის დღის პირველი აღნიშვნა საქართველოში. პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ძველ უბანში, და ასევე მოიცავდა ფოტო გამოფენას თემაზე “მრავალფეროვნება და ტოლერანტობა.”
|