გაეროს მოდელირება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშია. საქართველოში გაეროს მოდელირება და სხვადასხვა მსგავსი სიმულაციური თამაშები 1996 წლიდან გაეროს ასოციაციის მიერ ტარდება და ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებას წარმოადგენს. გაეროს მოდელირებები რეგულარულად ტარდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის, ისევე როგორც ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენელთათვის. გაეროს მოდელირების ორგანიზატორთა მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას და ამავე დროს გაერთონ. გაეროს მოდელირების სესიები მოიცავს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის, და ეკონომიკური და სოციალური კომიტეტების სიმულაციას, რომლის პროცესშიც დელეგატებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ როგორც დიპლომატებმა, ორატორებმა, აწარმოონ მოლაპარაკებები, და გამოვიდნენ სიტყვით. 2008 წელს ჩარარებული გაეროს მოდელირების სესიები გაეროს ასოციაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 60 წლის აღსანიშნავად ეროვნული მოდელირება გამართა
გაეროს მოდელირების საზაფხულო ბანაკი 2008
გაეროს მოდელირების ციკლის შემაჯამებელი კონფერენცია საქართველოს პარლამენტში
გაეროს მოდელირების ფოტო გალერეა
|