საქართველოს გაეროს ასოციაცია 1999 წლიდან სიღრმისეულად სწავლობს საქართველოში მიგრაციის საკითხებს და თანამშრომლობს მიგრაციის საკითხებზე ორიენტირებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მიგრაციის რესურს-ცენტრი დაარსდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, და მოქმედებს როგორც საინფორმაციო ცენტრი საქართველოს რამოდენიმე პროვინციაში. ცენტრმა ჩაატარა საწყისი კვლევები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შრომით მიგრაციაზე, იძულებით მიგრაციაზე და ტრფიკინგზე. 2004-2005 წლებში გამოყენებითი კვლევების კომპანიის მკლვლევართა ჯგუფმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა. პროექტი ფოკუსირდებოდა მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაზე და შეიმუშავა რეკომენდაციები მიგრაციის საკითხებში შესაბამისი აქტორების ეფექტური ჩართულობისათვის. შედგა კვლევის სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება საქართველოში შრომითი მიგრაციის სრული კვლევისათვის.
|