“ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” წარმოადგენს საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციათა ერთობლივ პროგრამას, რომელიც მხარდაჭერილია ფორუმ სიდის მიერ.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობას და თანამშრომლობის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. პროგრამის კომპონენტები:
• ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში; • ნდობის მშენებლობა შიდა ქართლში; • ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია. სამხრეთ კავკასიის მიმართულებით პროგრამა ითვალისწინებს სომხეთის გაეროს ასოციაციის განვითარებას და აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციის დაარსებას, რათა მათ წარმატებით განახორციელონ ნდობის მშენებლობაზე, ახალგაზრდებზე, და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ორიენტირებული პროგრამები. სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციათა საორიენტაციო შეხვედრები, გაეროს შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, გაეროს მოდელირებები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და ახალგაზრდობაზე ორიენტირებული სხვა აქტივობები განხორციელდება სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ნდობის მშენებლობა შიდა ქართლში, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნდობის მშენებლობაზე და სამოქალო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაზე კონფლიქტის რეგიონში (შიდა ქართლსა და ცხინვალში) მოიცავს დისკუსიებს, ტრენინგებს, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობის ყოველწლიურ ერთობლივ ბანაკებს, ქართველი და ოსი ახალგაზრდებისათვის, ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ისევე როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივების ხელშეწყობას.
ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია ითვალისწინებს კვლევების განხორციელებას ათასწლეულის განვითარების მიზნების კუთხით, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში და განხორციელების ანგარიშების გამოცემას. კომპონენტი მიზნად ისახავს აგმ-ს პოპულარიზაციას მედიისა და სხვა კამპანიების მეშვეობით, რათა ამაღლდეს ცნობიერება და სამოქალაქო საზოგადოების ხმარდაჭერა და ჩართულობა, ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების პროცესში.
|