მთავარი
  ჩვენს შესახებ    პროგრამები    ინფორმაციული რესურსები    მიმოხილვა    თანამშრომლები    სერვისები  
ENG | GEO     
დემოკრატია და მმართველობა | ლტოლვილები და მიგრაცია | ახალგაზრდობა და განათლება | ინფორმაცია და ანალიზი | სპეციალური პროგრამები / ნდობის მშენებლობა და ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიაში
ნდობის მშენებლობა და ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიაში

“ნდობის მშენებლობა და ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიაში” წარმოადგენდა საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციათა ერთობლივ პროგრამას, რომელიც ხორციელდებოდა ფორუმ სიდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამა მოიცავდა საქართველოს სამ რეგიონს (აჭარა, იმერეთი და შიდა ქართლი) და სამხრეთ კავკასიას და მიზანდან ისახავდა რეგიონში ნდობის მშენებლობის ხელშეწყობას, თანამშრომლობების გამყარებას და ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგს.

პროგრამის კომპონენტები:

• ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში
• ნდობის მშენებლობა შიდა ქართლსა და იმერეთში და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აჭარაში
ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მონიტორინგი

სამხრეთ კავკასიის მიმართულებით პროგრამა მხარს უჭერდა სომხეთის გაეროს ასოციაციის განვითარებას და აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციის დაარსებას.       

ნდობის მშენებლობა შიდა ქართლსა და იმერეთში და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აჭარაში მოიცავდა დისკუსიებს, გაეროს მოდელირების სესიებს ახალგაზრდებისათვის, ათასწლეულის განვითარების მიზნების პოპულარიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, და ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას.

ათასწლეულის განვითარების მიზნების (აგმ) პოპულარიზაცია/მონიტორინგის კომპონენტი მიზნად ისახავდა აგმ-ს განხორციელების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას.      


სტატიები:

 სიახლენი:
» საგამ ათასწლეულის განვითარების #4 და #5 მიზნების განხორციელების ანგარიში გამოსცა
» გაეროს მოდელირების სესია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
» შვედეთის გაეროს ასოციაცია სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციათა სამუშაო შეხვედრაზე



  UNAG © 2005