საქართველოს გაეროს ასოციაცია დამოუკიდებლად და პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს პროგრამებს დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით, საზოგადოებაში დემოკრატიის საფუძვლების გასაძლიერებლად და ეფექტური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. გაეროს ასოციაცია მონაწილეობს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებაში იმისათვის რომ მათ უკეთ შესძლონ ბენეფიციართა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაცვა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი – ოთხთვიანი პროგრამა, რომელიც განაცორციელა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციამ: გაეროს ასოციაციამ, თავისუფლების ინსტიტუტმა და პარტნიორები საქართველომ. პროგრამა მხარდაჭერილი იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. - ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა - პროგრამამ ჩამოაყალიბა სასამართლო სისტემის ეფექტური მოღვაწეობა.
- ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა საქართველოში – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროგრამა, ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება.
- საჯარო სამსახურის კოდექსის შექმნა, 2005 წელს განხორციელდა გაეროს ასოციაციის მიერ. ინიციატივა მხარდაჭერილი იყო ევრაზიის ფონდის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
- სახელმწიფო სტრუქტურებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა - 2001 წლიდან, გაეროს ასოციაცია მერილენდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ცენტრთან IRIS-თან თანამშრომლობით ახორციელებდა ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებების დანერგვას საჯარო დაწესებულებებში.
- იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის ბიუროს რეფორმა - ინიციატივა მიზნად ისახავდა ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესებას განვითარების შესაბამისი სტრატეგიისა და რეკომენდაციის, აგრეთვე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების გზით, სიახლეებით (სპეციალური პროგრამის და მონაცემთა ბაზის შექმნა) და პრომო მასალების, მათ შორის ვებ გვერდის შექმნით.
- ახალი აჭარა – ახალი გამოწვევები განხორციელდა გაეროს ასოციაციის მიერ კათოლიკური დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით. პროგრამა ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას აჭარის ავტონომოურ რეგიონში.
- სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა - წარმოადგენდა კოალიციურ პროექტს, რომელსაც ახორციელებდა ექვსი წამყვანი ქართული და ერთი ამერიკული საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მხარდაჭერილი იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. პროგრამა ხორციელდებოდა 2002-2005 წლებში და მიზნად ისახავდა საქართველოში საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას მისცემდა უკეთესად დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები.
|