ქალაქ თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შექმნა და განვითარება "მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი" წარმოადგენდა ოთხთვიან პროგრამას, რომელიც ერთობლივად განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის, თავისუფლების ინსტიტუტისა და პარტნიორები საქართველოს მიერ 2007 წელს. პროგრამა მხარდაჭერილი იყო ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავდა თბილისის მერიაში მოქალაქეთათვის ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფას და ითვალისწინებდა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას და მისი ადამიანური რესურსის განვითარებას. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ თბილისის მერიის თანამშრომლები და ახლადშექმნილი “სამოქალაქო მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები. პროგრამის კომპონენტები: • ცენტრის დაფუძნებისა და მასთან დაკავშირებული რეორგანიზაციის პროცესის რეგულირება; • ცენტრის საკადრო და სტრუქტურული რეფორმა; • ცენტრის თანამშრომელთა გადამზადება; • კონსულტაციები.
|