ტოლერანტობის ჯილდო 2003 2003 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საგას აღმასრულებელმა დირექტორმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში, ნიუ-იორკში მიიღო 2003 წლის ტოლერანტობის ჯილდო. ამ ჯილდოს ყოველწლიურად წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეგობრები”, რომელიც მოღვაწეობს გაეროს პრინციპებისა და ღირებულებების მხარდასაჭერად. “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეგობრებისათვის” ტოლერანტობის ჯილდო არის ლიდერობისა და უპირატესობის წარმოჩენის გზა, მათთვის ვისთვისაც ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება ღირებულებას წარმოადგენს. ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერის წოდება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. კოდექსი ფუნდამენტური პრინციპებისა და სტანდარტების კრებულს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციების საქმიანობისა და მართვის ერთგვარი სახელმძღვანელოა. ყველა ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს ეთიკის კოდექსით, რომელიც სისტემატურად ადგენს ეთიკური ქცევის წესებსა და სტანდარტებს. ეთიკის კოდექსის ხელმოწერა და მის პრინციპებთან შესაბამისობა ორგანიზაციას დადებით იმიჯს უქმნის და ზრდის მის სანდოობას ბენეფიციარებში, დონორებსა და მთლიანად საზოგადოებაში. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციამ 2005-სა და 2007 წელს საქართველოს გაეროს ასოციაციას მიანიჭა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსის ვერცხლის ხუთი პრინციპის კავალერის წოდება.
|