დემოკრატია და მმართველობა 20.ივლ.2007
საგამ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ევროპის თავისუფლების სახლმა ივლისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ოფიციალურად წარადგინა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – “ინტეგრაციისა და ტოლერანტობის შეფასება საქართველოში” შედეგები.
ანგარიში მომზადდა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის გაეროს ასოციაციის (საგა) კვლევითი ჯგუფის მიერ. კვლევაში მონაწილეობდნენ “BCG Research”-ი, სოციალური კვლევების ინსტიტუტი (ISR), გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) და თავისუფლების სახლის ევროპის ოფისი ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით. თავისუფლების სახლთან თანამშრომლობით კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,400 რესპოდენტი საქართველოს მასშტაბით. საზოგადოებრივი საჭიროებებისა და მოლოდინის ზუსტი დადგენისათვის, ყურადღება ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებზე გამახვილდა.
|