ზოგადი 4.მაი.2011
კვირას 1 მაისს პროგრამის “ჩემი უფროსი მეგობარი” ფარგლებში მოეწყო მორიგი შეხვედრა. პროგრამაში ჩართული ყველა უმცროსი და უფროსი მეგობარი ერთად შეიკრიბა ბოულინგის სათამაშოდ ბოულინგ ცენტრალში. პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვნები თავიდანვე აღტაცებით შეხვდნენ აღნიშნულ იდეას. უფროსი მეგობრები თავიანთ უმცროს მეგობრებს მონდომებით უხსნიდნენ თამაშის წესებს. ბავშვებიც, რომლებიც ერთმანეთს სიხარულით შეხვდნენ ყურადღებით უსმენდნენ თავიანთ უფროს მეგობრებს და უკვე თამაშის დასასრულს კონკურენტულ მოთამაშეებად იქცნენ. ბავშვები კმაყოფილი და ბედნიერი სახეებით გაემართნენ სახლებისკენ. სათამაშოდ შეკრებილი არასრულწლოვნებისთვის და მათი უფროსი მეგობრებისთვის ეს იყო კიდევ ერთი შანსი, როგორც ერთმანეთთან ისე პროგრამაში მონაწილე სხვა ადამიანებთან დასაახლოვებლად. თამაშით ძალიან ისიამოვნეს ბავშვებმა და გამოითქვა მსგავსი შეკრებების უფრო ხშირად ჩატარების სურვილი.
|