მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება

ზოგადი

23.მარ.2011

2011 წლის 23 მარტს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა პროგრამა”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება და პირველად დაამეგობრა უმცროსი და უფროსი მეგობარი. იგივე კვირაშივე შედგა ოთხი მომდევნო მეგობრობა და წინ კიდევ არაერთი დამეგობრებაა დაგეგმილი.

დამეგობრება, უმცროსი და უფროსი მეგობრის თანხმობით, სპეციალური რეპორტაჟით 9 საათიან ახალ ამბებში სამაუწყებლო კომპანია ’რუსთავი 2-მა’ გააშუქა (ონლაინ არქივებში: 23 მარტი - 22:00:40 საათზე). დამეგობრებას უმცროს და უფროს მეგობართან ერთად ესწრებოდნენ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელმაც მოახდინა უმცროსი მეგობრის გადამისამართება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გაეროს ასოციაცია და პროგრამის კოორდინატორები.

მომდევნო დამეგობრებები გაიმართება შემდეგ კვირაში, ორშაბათს, 28 მარტიდან. ამის შემდეგ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავენ უკვე გამოგზავნილ შევსებულ აპლიკაციებს, რათა მოახდინონ ახალი უფროსი მეგობრების პროგრამაში ჩართვა.

’ჩემი უფროსი მეგობრის პროგრამა’ შემუშავებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ და მიზნად ისახავს დადებითი ზეგავლენის მოხდენას იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ სკოლაში, ოჯახში, აქვთ კანონთან დაკავშირებული ან სხვა სახის პრობლემები.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005