მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ზოგადი

10.თებ.2011

10 თებერვალს, იუსტიციის სამინისტრომ, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ქ.თბილისის № 52 საჯარო სკოლაში ახალი ერთობლივი პროექტის „ჩემი უფროსი მეგობრის" პრეზენტაცია გამართა. პროექტი მიმდინარეობს გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით.

იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ  და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორმა ოთარ ქანთარიამ სკოლის მოსწავლეებს ამ პროექტის მიზნები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

„ჩვენი ახალი პროგრამა არასრულწლოვნის და უფროსი თაობის ადამიანის ნებაყოფლობით მეგობრობას გულისხმობს," - განაცხადა ანდრო გიგაურმა. „ამ ურთიერთობის ფარგლებში მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებას და მათ გამოსწორებას, შეიგრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში , და არა - თეორიული სწავლების სახით, რაც პროქტის ეფექტურობას უზრუნველყოფს".

„ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტომ და გაეროს ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან) კონფლიქტში არასრულწლოვნებზე ზრუნვას, რომლებიც საჭიროებენ საზოგადოების მხრიდან დამატებით ყურადღებას.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005