ლტოლვილები და მიგრაცია 3.ნოე.2010
3 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ”საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საგას ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამის ხელმძღვანელთან ქ-ნ ხათუნა მადურაშვილთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) იურიდიული განყოფილების წარმომადგენელთან ქ-ნ ქეთევან ქამაშიძესთან. შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობას. ასევე საგასა და გლუკის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებზე, არ-გაძევების პრინციპზე, საერთაშორისო ინსტრუმენტებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე და ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A 101 აუდიტორია
|