მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
ტრეინინგები პოლიციის აკადემიის სტუდენტებისათვის

ლტოლვილები და მიგრაცია

5.ივნ.2009

პოლიციის აკადემიის სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრეინინგები პროგრამის “საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს” ფარგლებში. ტრეინინგების მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო თვითშეგნებისა და ლტოლვილთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საჯარო მოხელეების კომპეტენციის ამაღლება.

პოლიციის აკადემიის 150 სტუდენტი დაესწრო 7 ტრეინინგს. ტრეინინგის მონაწილეები გაეცნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წესდებას, ჟენევის კონვენციას (1957), ოქმს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ (1967), ლტოლვილთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. ასევე შეაფასეს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მდგომარეობა საქართველოში და მიიღეს ინფორმაცია იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის საკითხებზე მუშაობენ.

პოლიციის აკადემიის სტუდენტებმა შეიძინეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მუშაობისას.

ტრეინინგები განხორციელდა პროგრამის “საქართველოს ლტოლვილთა საბჭო” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით ახორციელებს.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლებს სასწავლო ტური ჩაუტარდათ
» საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჩაატარა გაეროს მოდელირების მეოთხე რეგიონალური კონფერენცია თემაზე - ატომური იარაღის გაუვრცელებლობა
» საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას დაესწრო
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ვიზიტი შვედეთში

სიახლენი:
» სემინარი სტუდენტებისათვის “ინტეგრაცია და ტოლერანტობა”
» მიიღე მონაწილეობა გაეროს მოდელირების კონფერენციაში!
» ტრეინინგები საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის
» საგრანტო კონკურსი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში

  UNAG © 2005