დემოკრატია და მმართველობა 30.დეკ.2008
პროექტის მიზანია საჯარო ადმინისტრირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესება და ხელშეწყობა. 72 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან გაივლიან სტაჟირებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქუთაისის მერიის სამოქალაქო სამსახურში, ბათუმის მერიაში, ფოთის მერიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების , სპორტის და კულტურის სამინისტროში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პროექტის ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ თეორიული ცონდა და ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში სამუშაოდ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები თავის მხრივ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. პროექტის ხანგრძლივობა არის 6 თვე და მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სტიპენდიით.
|