მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საგრანტო კონკურსი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში

დემოკრატია და მმართველობა

17.ივლ.2009

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, იწვევს თბილისისა და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარადგინონ საპროექტო წინადადებები “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის “ მიზნების განსახორციელებლად.
 
კონკურსი ეხება შემდეგ მიზნებს:
• შემწყნარებლური გარემოს,ასევე პატივისცემის გაუმჯობესება საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებს შორის.
• საქართველოს ყველა მოქალაქისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა თავისი სამოქალაქო, პოლიტიკური , ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოყენებისთვის ეთნიკური, კულტურული ან რელიგიური მახასიათებლების მიუხედავად.
• აუცილებელი პირობების ჩამოყალიბება /განვითარების გაუმჯობესება ან მხარდაჭერა უმცირესობების ეფექტური მონაწილეობისათვის საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ , ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
• უმცირესობებისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა განათლების თითოეულ დონეზე.
• ეთნიკური უმცირესობებისათვის რელიგიური, ტრადიციული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
საკონკურსო განაცხადი გეოგრაფიული თვალსაზრისით რაიმე ლიმიტს ან პრიორიტეტს არ გულისხმობს და ყველა განაცხადი/წინადადება თანაბრად შეფასდება. გამარჯვებული შეიძლება იყოს საქართველოს ყველა რეგიონიდან/ტერიტორიიდან, სადაც კი ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები არსებობს. კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი გეოგრაფიული თვალსაზრისით სამიზნე რეგიონებზე ფოკუსირებისთვის, ან სამიზნედ დედაქალაქში დაფუძნებული სამთავრობო სააგენტოები ან/და სამოქალაქო ინსტიტუციები წარმოადგინონ.

კონკურსის ბოლო ვადაა: 17 აგვისტო, 2009 ,17:00

 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:  http://www.epfound.ge/index.php?article_id=165&clang=1


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005