მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭომ მარნეულში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ხედვის პროექტის საზოგადოებრივი განხილვა გამართა

დემოკრატია და მმართველობა

17.ივლ.2008

10 ივლისს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭო ეწვია მარნეულს, და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჟურნალისტების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართა სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ხედვის პროექტის კიდევ ერთი საზოგადოებრივი განხილვა.

შეხვედრაზე ქ-ნ თამარ კინწურაშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ინტეგრაციის საკითხებში და სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნ რამაზ აფციაურმა, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქ-ნ ანა ჟვანიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, და ბ-ნ კობა ჩოფლიანმა, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარემ, წარადგინეს “შემწყნარებლობა და სამოქალაქო ინტეგრაცია” – სტრატეგიული ხედვის პროექტი, რომელიც ერთობლივად შეიმუშავა სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭომ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში.

“შემწყნარებლობა და სამოქალაქო ინტეგრაცია” – სტრატეგიული ხედვის პროექტი, შეგიძლიათ მიიღოთ გაეროს ასოციაციის ოფისში, ან ჩამოტვირთოთ იგი ვებ-გვერდიდან: შემწყნარებლობა და სამოქალაქო ინტეგრაცია, სტრატეგიული ხედვა

ყველა დაინტერესებულ მხარესა და ზოგადად საზოგადოებას შეუძლია ჩაერთოს სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მასში.

კომენტარები და შემოთავაზებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ინტეგრაციის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ოფისი:
ინგოროყვას ქ. 7, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 995 32/99 50 63
ელ. ფოსტა:
tkintsurashvili@president.gov.ge    

და/ან

საქართველოს გაეროს ასოციაცია
დოლიძის ქ. 2, 0171, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 995 32/33 52 16
ელ. ფოსტა:
una@una.ge     


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005