მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
“მულტიეთნიკური საქართველო, სომხები” ფილმის პრეზენტაცია ახალციხეში

დემოკრატია და მმართველობა

1.ნოე.2007

2007 წლის, 29 ოქტომბერს, საგამ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დოკუმენტური ფილმის “მულტიეთნიკური საქართველო – სომხები”-ს პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტური ფილმი შეიქმნა ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, და მასში აღწერილია სომეხ ხალხთა მონაწილეობა და წვლილი საქართველოს საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ყოფაში. ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ ფილმთა ციკლის “მულტიეთნიკური საქართველო” ფარგლებში, რომელიც გაშუქდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სხვა ეთნიკური უმცირესობების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებთან ერთად.

ღონისძიება მოიცავდა ახალციხეში ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მედია კომპონენტის თოქ-შოუს “იტალიური ეზოს” საფოსტო ყუთების დადგმა და ადგილობრივ მოსახლეობასთან თოქ-შოუს წამყვანისა და შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა. საფოსტო ყუთები შემოწმდება ყოველკვირეულად, და ახალციხის მოსახლეობას საშუალებას მისცემს გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და ინტეგრაციასთან დაკავშირებულ თემებზე დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გააკეთონ შემოთავაზებები.

პრეზენტაცია დასრულდა კოცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ცნობილი მომღერლები. ნაცნობი სიმღერები შესრულდა როგორც ქართულ ასევე სომხურ ენებზე. კონცერტი ეძღვნებოდა საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას.

ღონისძიება ასევე ეძღვნებოდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში მოღვაწეობის 15 წლის აღნიშვნას, მის მიერ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005