დემოკრატია და მმართველობა 19.ნოე.2007
საქართველოს გაეროს ასოციაცია, თავისუფლების ინსტიტუტი და პარტნიორები საქართველო, 1 აგვისტოდან ახორციელებს პროექტს “მოქალაქეთა მომსახურების სამსახურის შექმნა”. პროექტის ფარგლებში განყოფილების მოსამსახურეთათვის მომზადდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაოს აღწერილობა, და შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების სამსახურის კონცეფცია, რომელშიც გათვალისწინებულია საერთაშორისო (აღმოსავლეთ ევროპული) გამოცდილება. განყოფილება შეიქმნა მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში ახალ თანამშრომლებს ჩაუტარდათ კომპლექსური ტრეინინგი ეფექტურ კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის, მომხმარებელთან ურთიერთობისა და სტრესის მართვის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების თანამშრომლებს ტრეინინგი დაეხმარებათ მოქალაქეებთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებაში, ღია, გასაგები, ხელმისაწვდომი, და დროული მომსახურების მიწოდებაში. პროექტის დამთავრებისას მოქალაქეთა მომსახურების სფეროში ჩამოყალიბდება კარგად ორგანიზებული, ცენტრალიზებული სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მერიის საქმიანობას მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომს გახდის. პროგრამა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმატებულ მაგალითს შექმნის.
|