მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში

ახალგაზრდობა და განათლება

16.მაი.2011

კვირას 15 მაისს თბილისის ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ჩატარდა გაეროს სასკოლო მოდელირება. 16 ქვეყნის დელეგატი (რუსეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, შვედეთი, იტალია, იაპონია, უკრაინა, გერმანია, ჩილე, ირანი, ირლანდია, თურქეთი, ინდოეთი, ავსტრალია) ექვსი საათის განმავლობაში მსჯელობდა ტროპიკული ტყის გაჩეხვასა და ოკეანეების დაბინძურებაზე, ოზონის ხვრელზე, ბუნებრივ რესურსებსა და მათ გამოყენებაზე, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებაზე, მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყლის მიწოდებაზე, მოსახლეობის დაცვაზე ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და გლობალური დათბობის შეჩერებაზე. ყველა მონაწილეს გათავისებული ჰქონდა თავისი ქვეყნის პოზიცია და როლი. 

სხდომა მიმდინარეობდა ცხარე დებატების ფონზე და დიპლომატიური წესების სრული დაცვით. მონაწილეებმა გამოავლინეს არა მარტო  განსახილველი საკითხების სიღრმისეული ცოდნა, არამედ მათ შეძლეს არსებული პრობლემებიდან ეპოვათ გამოსავალი. თავიანთი ხედვები რეზოლუციაში ჩამოაყალიბეს, რომელიც მიღებულ იქნა ხმების უმრავლესობით( 9 მომხრე და 7 მოწინააღმდეგე). ჟიურის ძალიან გაუჭირდა გამოევლინა ის ოთხი დელეგატი, რომელიც ეროვნულ მოდელირებაში მიიღებდა მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, არჩევანი საფრანგეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს და იტალიის დელეგატებზე შეჩერდა.

სასკოლო მოდელირების ჩატარება გრძელდება საქართველოს მასშტაბით შერჩეულ შვიდ სკოლაში. 


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005