მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
გაეროს სასკოლო მოდელირება 2011

ახალგაზრდობა და განათლება

28.აპრ.2011

საქართველოს გაეროს ასოციაციამ გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით დაიწყო სასკოლო მოდელირების ახალი სეზონი. სასკოლო მოდელირება ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ რვა სკოლაში. ქალაქ თბილისის 42-ე, 161-ე, 23-ე საჯარო სკოლების, პირველი კლასიკური გიმნაზიის, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის, ახალციხის, გორის და ქუთაისის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში. ყველა სკოლაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა,რომელზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საინფორმაციო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სკოლებში. რადგან ეკოლოგიური პრობლემები იქცა მნიშვნელოვან საკითხად თანამედროვე მსოფლიოსთვის, რადგან უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ მთელ რიგ ქვეყნებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა და რადგან 2011 წელი გაეროს მიერ გამოცხადდა ტყეების საერთაშორისო წლად, გაეროს შიდა სასკოლო მოდელირების თემად შეირჩა ეკოლოგიური მდგრადობა.


სიმულირებული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების კომისიის სხდომა. მე–20 და 21–ე საუკუნეებში მსოფლიოს ინდუსტრიულმა განვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია ბუნებრივ გარემოზე. საერთაშორისო ორგანიზაციები დღესაც აქტიურად მუშაობენ გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე.  


პროგრამის ფარგლებში ორგანიზატორები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს აღნიშნულ სკოლებში და სასკოლო მოდელირებისთვის შერჩეულ ბავშვებს ჩაუტარებენ დამატებით ტრენინგებს. ტრენინგების დროს სკოლის მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია და გაეცნონ სასკოლო მოდელირების არსს, გაეროს მდგრადი განვითარების კომისიის მუშაობის მექანიზს, დელეგატის ქცევის წესს, პროცედურულ თავისებურებებს, დაეუფლონ დებატების კულტურას და დიპლომატიურ ეტიკეტს.


სასკოლო მოდელირება დაეხმარება ახალგაზრდა დელეგატებს თავიანთ თავში აღმოაჩინონ და განავითარონ საჯარო გამოსვლის, დებატების, გუნდურად ეფექტურად მუშაობის და კვლევის უნარი. როლური თამაში საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს გაიგონ რა ურთიერთქმედება არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას შორის და რა სახის ზეწოლას იყენებენ ქვეყნები მსოფლიო მნიშვნელობის საკითხების განხილვისას.     
                   
                                            
                       
                


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005