მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა

ზოგადი

17.თებ.2011

11 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობდნენ ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, გაეროს ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები. საუბარი ეხებოდა პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპებს და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზაციას ამ პროექტის ირგვლივ. 

„ჩემი უფროსი მეგობარი" იუსტიციის სამინისტრომ და გაეროს ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას, რომლებიც საჭიროებენ დამატებით პოზიტიურ ზეგავლენას.

პროგრამის ფარგლებში ხდება არასრულწლოვანის და ზრდასრული მონაწილეების შერჩევა კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. პროგრამის კოორდინატორი უმცროს და უფროს მეგობარს არჩევს მათ საერთო ინტერესებზე და ხასიათზე დაყრდნობით. შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ, ხელი ეწერება ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უფროსი მეგობარი ყოველ კვირა გარკვეულ დროს უთმობს თავის უმცროს მეგობარს, აძლევს მას რჩევა-დარიგებებს, მონაწილეობს მასთან ერთად სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში.

პროექტის მიზანია არასრულწლოვანის ნდობის ამაღლება უფროსების მიმართ, სწავლის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მეგობრების შეძენა, კონტაქტების დამყარება და წარმატებისკენ სწრაფვა, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005