მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ოფიციალური დახურვა

დემოკრატია და მმართველობა

1.ივლ.2010

2010 წლის 1 ივლისს, სასტუმრო ”ბეტსის” საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაეროს ასოციაციამ ოფიციალურად დახურა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა.

პროგრამა ”ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეთა შორის ეროვნული ერთიანობისა და ტოლერანტობის გაღრმავებას.

პროგრამის ოფიციალური დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ ელჩი საქართველოში ბ-ნ ჯონ ბასი, , ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ხელმძღვანელი ბ-ნ რამაზ აფციაური, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ქ-ნ თამარ კინწურაშვილი, პარლამენტის წევრი ქ-ნ ჩიორა თაქთაქიშვილი, ევრაზიის ფონდი ქ-ნ ქეთევან ვაშაკიძე, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, პარლამენტის წევრები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების/მისიების წარმომადგენლები, ევრაზიის ფონდი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭოს წევრები, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის პარტნიორები და ბენეფიციარები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები.

ბ-ნ რამაზ აფციაურმა ისაუბრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციასა და პირს და შეაჯამა ოთხწლიანი პროგრამის საბოლოო შედეგები.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაეროს ასოციაციას ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის.

ქ-ნ თამარ კინწურაშვილმა ისაუბრა პროგრამის განხორციელების პროცესში გაეროს ასოციაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროდუქტიულ თანამშრომლობაზე.

პროგრამის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ რეგიონული სამოქალაქო განათლების ცენტრისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს რეგიონებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში.

ცერემონიის დასასრულს გაიმართა მაქს ტილკეს ნახატების ფოტო ასლების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანადგომით.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005