ზოგადი 16.ნოე.2010
2010 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უმასპინძლა საერთაშორისო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. საერთაშორისო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა გახსნეს შეხვედრა, რომელსაც სამთავრობო, საერთაშორისო, არასამთავრობო, რელიგიური ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახალხო დამცველმა გამოავლინა და დააჯილდოვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია საშუალებები და პიროვნებები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში. საქართველოს გაეროს ასოციაცია დაჯილდოვდა ტოლერანტობის კულტურის განვითარებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. საგა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამას ”ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში”. დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრეს პროგრამის ”ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი ელექტრონული მონაცემთა ბაზის - diversity.ge - ს მნიშვნელობაზე, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე დაჯილდოვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეული თოქ-შოუ ”ჩვენი ეზო”, რომელიც ასევე საგას მიერ განხორციელებული პროგრამის ”ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა. საგას გარდა, სახალხო დამცველმა ტოლერანტობის კუტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა კონომცოდნე - გოგი გვახარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალები ”ლიბერალი” და ”ტაბულა”, ადამიანის უფლებათა დამცველი - ემილ ადელხანოვი.
|