მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაციამ თბილისის ექვს უნივერსიტეტში გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩაატარა

ახალგაზრდობა და განათლება

10.ოქტ.2010

საქართველოს გაეროს ასოციაციამ თბილისის ექვს უნივერსიტეტში გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩაატარა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაეროს მოდელირების კონფერენციაზე ბავშვთა და ქალთა ტრეფიქინგის საკითხი განიხილეს.

შიდასაუნივერსიტეტო გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეები СV-ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

მონაწილეებმა იმსჯელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემაზე „ბავშვთა და ქალთა ტრეფიქინგზე“, დასახეს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზები, სხდომის დასასრულს კი შეიმუშავეს რეზოლუციები, რომელთაგან საუკეთესოც კენჭის ყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ეფექტური პრეზენტაციების, დებატების წარმართვისა და გუნდური მუშაობის თვალსაზრისით. შეძენილი ცოდნა სტუდენტებს დაეხმარებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.

შიდასაუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილე ექვსი საუკეთესო დელეგატი გაეროს მოდელირების ეროვნული მასშტაბის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

გაეროს მოდელირების კონფერენციები საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

თუ გსურთ გაეროს მოდელირების კონფერენციაში მონაწილეობა, დაუკავშირდით საქართველოს გაეროს ასოციაციის სათაო ოფისს.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005