მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაციამ ეროვნული მასშტაბით გაეროს მოდელიების კონფერენცია ჩაატარა

ახალგაზრდობა და განათლება

23.დეკ.2009

საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჩაატარა ეროვნული მასშტაბით გაეროს მოდელირების კონფერენცია თემაზე “ტერორიზმი - ავღანეთის საკითხი”.

ეროვნული მასშტაბით გაეროს მოდელირების კონფერენცია დაიყო ორ ნაწილად:
• გაეროს მოდელირება საქართველოს უნივერსიტეტებში
• გაეროს მოდელირება ეროვნული მასშტაბით

მონაწილეთა შერჩევის პროცესი ორ ეტაპს მოიცავდა: სტუდენტები საქართველოს 5 უნივერსიტეტიდან შეირჩა CV-ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე, რის შემდეგაც შერჩეულმა აპლიკანტებმა მონაწილეობა მიიღეს თავიანთ უნივერსიტეში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაში. შიდასაუნივერსიტეტო კონფერენციები გაერთიანებული ერების დღის წესრიგის “სტაბილური განვითარების” მთავარ თემას “ჰაერის დაბინძურებას” მიეძღვნა. მონაწილეებმა ისაუბრეს ჰაერის დაბინძურების ნეგატიურ გავლენაზე და განიხილეს ალტერნატიული ენერგიის შექმნის აუცილებლობა სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

თითოეული უნივერსიტეტიდან შეირჩა ექვსი საუკეთესო დელეგატი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული მასშტაბით გაეროს მოდელირების კონფერენციაში. საბოლოოდ, შერჩეულ 30 საუკეთესო მონაწილეს დაევალა გაეროს უშიშროების საბჭოს სესიისთვის მომზადება თემაზე “ტერორიზმი-ავღანეთის საკითხი”.

2009 წლის 21-22 დეკემბერს გაეროს უშიშრროების საბჭოს სესია თემაზე “ტერორიზმი-ავღანეთის საკითხი” გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. დელეგატებმა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლში მიიჩნიეს ტერორიზმი, როგორც უდიდესი საფრთხე კაცობრიობისადმი, განიხილეს ავღანეთში ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები და წარმოადგინეს ინიციატივები, პოზიციის განაცხადები და პრობლემის მოგვარების გზები, ავღანეთში სტაბილურობის დამყარების მიზნით. ასევე, იმსჯელეს ტერორიზმის დაფინანსების წყაროების შესახებ და დასახეს გეგმები ავღანეთის ტერიტორიაზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

დელეგატებმა შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ავღანეთის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარების საქმეში. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი რეზოლუცია და ერთ-ერთი მხარდაჭერილი იქნა ხმათა უმრავლესობით.

დასკვნით ცერემონიაზე ექვსს საუკეთესო დელეგატს სერტიფიკატები გადაეცა.

გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ეფექტური პრეზენტაციების, დებატების წარმართვისა და გუნდური მუშაობის თვალსაზრისით. შეძენილი ცოდნა სტუდენტებს დაეხმარებათ გახდნენ ლიდერები და ღირებული წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.

ეროვნული მასშტაბით გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩატარდა საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005