მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლებს სასწავლო ტური ჩაუტარდათ

დემოკრატია და მმართველობა

15.ნოე.2009

9-14 ნოემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით ახალქალაქისა და გარდაბნის სამოქალაქო განათლების ცენტრების 22 წარმომადგენელს ჩაუტარდა სასწავლო ტური ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში. სამოქალაქო განათლების ცენტრები დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაციების “დემოკრატ მესხებისა” და “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” მიერ.

სასწავლო ტურის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. პროგრამის მონაწილეები შეხვდნენ მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასწავლო ტურის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.

სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თევდორაძეს. ქ-ნმა ელენემ მონაწილეებს გააცნო სამინისტროს საქმიანობა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე კი სახალხო დამცველის მოადგილემ თათა ხუნწარიამ და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიური საბჭოების საქმიანობა გააცნეს.

სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტები ასევე შეხვდნენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს და MATRA-ს  პროგრამის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში სასწავლო ტურის მონაწილეებმა განიხილეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული ახალი პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები. ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განიხილეს საპროექტო ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობებიც. ასევე პროგრამის მონაწილეები შეხვდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებს და ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და ახალგაზრდების ჩართულობაზე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შეხვდნენ სასწავლო ტურის მონაწილეებს. შეხვედრაზე მათ განიხილეს აზერბაიჯანელი და სომხურენოვანი მოსახლეობისათვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე ერთწლიანი ენის სასწავლო კურსების დაფუძნება საქართველოს უნივერსიტეტებში. მონაწილეები ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, კონსტიტუციას და დამოუკიდებლობის აქტს.
 
სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლები შეხვდნენ კავკასიაში უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპული ცენტრის წარმომადგენელ ტომ ტრიერს. ბ–ნმა ტრიერმა პროგრამის მონაწილეებს ესაუბრა  მცირე საგრანტო პროგრამებისა და  “ჯავახეთის მოქალაქეთა ფორუმის” შესახებ. ასევე სამოქალაქო განათლების ცენტრების სტუდენტებმა აშშ-ის საელჩოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სტუდენტები დაესწრნენ რუსთავში გამართულ მრავალეთნიკურ ფესტივალს, დაათვალიერეს ძველი თბილისი და ისტორიული ქალაქი მცხეთა.

პროექტი განხორციელდა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერატონტობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს  და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005