მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას დაესწრო

დემოკრატია და მმართველობა

13.აგვ.2009

2009 წლის 10-12 აგვისტოს კორეის რესპუბლიკის გაეროს ასოციაციამ უმასპინძლა გაეროს მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას, რომელიც მიეძღვნა თემას - “მსოფლიო მოქალაქეები გაერთიანებული ერებისათვის”. სხდომას ესწრებოდა გაეროს ასოციაციების 122 დელეგატი, რომლებიც მსოფლიოს ყველა რეგიონს წარმოადგენდნენ. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, კორეის გაეროს ასოციაციის პრეზიდენტი კიმ სეუნგ იონი, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ჰანს ბლიქსი და კორეის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ჰან სეუნგ-სო.

პლენარული სხდომის ფარგლებში, გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციამ განსაზღვრა ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებები 2009-2012 წლებისათვის. მომავალი სამი წლის განმავლობაში გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სტაბილურ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფაზე. დელეგატებმა ჩაატარეს პრეზენტაციები ორგანიზაციის სტრატეგიული პოლიტიკის საკითხებზე და იმუშავეს მცირე ჯგუფებში.

გაეროს ასოციაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საკითხები. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციამ გაეროს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია განიარაღების საკითხებში თანამშრომლობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიღების შესახებ. ფედერაციამ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს თანამშრომლობისკენ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ასევე განიხილეს გაეროს მშვიდობისმყოფელთა როლი კონფლიქტების გადაწყვეტასა და პრევენციაში. იხილეთ: ”სეულის დეკლარაცია”

დელეგატებმა იმსჯელეს ათასწლეულის განვითარების მიზნებზე და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები მათ განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე მოუწოდეს მთავრობებს თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით.

გაეროს ასოციაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაეროს რეფორმირების საკითხი, რათა მან სწრაფად და ეფექტურად შეძლოს რეაგირება გლობალურ გამოწვევებზე.

პლენარულ სხდომაზე გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციამ მიიღო რეზოლუციები: დაცვის პასუხისმგებლობა -მოიცავს პასუხისმგებლობის სამ ასპექტს: დაცვას, პრევენციასა და აღდგენას, ატომური იარაღის გაუვრცელებლობა და განიარაღება -შეიარაღების რეგულირებას მიიჩნევს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ფაქტორად, ატომური იარაღის გამოცდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ -უზრუნველყოფს სტაბილურობას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, კლიმატური ცვლილებები-აღწერს კლიმატური ცვლილებების გავლენას კაცობრიობაზე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციები-აღნიშნავს მშვიდობის მშენებლობის საკითხებში ერების თანამშრომლობის მნიშვნელობას, გენდერული თანასწორობის რეფორმა -უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობას განსხვავებების გარეშე, რეზოლუცია გაეროს მენეჯმენტის გაუმჯობესების შესახებ -აღნიშნავს გაეროს მენეჯმენტის გაუმჯობესების აუცილებლობას რესურსების ეფექტური განაწილების მიზნით, მთავრობის პასუხისმგებლობა ხალხისადმი -განიხილავს მთავრობათა როლს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების საქმეში, რეზოლუცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესების შესახებ -რაც არსებითია გაეროსა და გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციას შორის ეფექტური კომუნიკაციისათვის.

39-ე პლენარული სხდომის პარალელურად, გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს სხდომა, სადაც განიხილეს ახალგაზრობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ფედერაციასთან თანამშრომლობა და ახალგაზრდთა როლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებულებების დანერგვის საქმეში. ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის ხელმძღვანელობის არჩევნებში. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციას 8 ახალი წევრი შეემატა, ხოლო სხვა ახალი წევრების მიღების საკითხი განიხილება სამდივნოს მიერ უახლოესი 6 თვის განმავლობაში.

პლენარულ სხდომაზე აირჩიეს გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ხაზინადარი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები. ბ-ნი რამაზ აფციაური, საქართველოს გაეროს ასოციაციის თანადამფუძნებელი, აირჩიეს გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. პარკ სო გილი, კორეის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებში, აირჩიეს გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტად. იხილეთ არჩეული ხელმძღვანელობა>>

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პარკ სო გილმა ისაუბრა ფედერაციის როლზე კამპანიის “მსოფლიო მოქალაქეობა გაერთიანებული ერებისათვის” განხორციელების საქმეში, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაახლოებას. იხილეთ>>

გილიან სორესენმა, ფედერაციის “მეგობართა ჯგუფის” გამგეობის წევრმა და გაეროს ფონდის მთავარმა მრჩეველმა, უმასპინძლა დელეგატებს. ქ-ნმა სორესენმა ისაუბრა ფონდისა და ფედერაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ფონდის მზაობაზე მხარი დაუჭიროს ორგანიზაციის ინიციატივებს. ნამსან პარკში (Namsan Park) ხეების დარგვის ცერემონია მიეძღვნა გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის "მეგობრების"  დამფუძნებლისა და ორგანიზაციის მხარდამჭერ  ბ-ნ არტურ როსის ხსოვნას.

საქართველოს გაეროს ასოციაცია, როგორც გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრი, დაესწრო გაეროს 39-ე პლენარულ სხდომას და საგა-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

დასკვნით ცერემონიაზე კორეის გაეროს ასოციაციის ორგანიზებით დელეგატებმა დაათვალიერეს ღირშესანიშნაობები, რათა გაცნობოდნენ კორეის კულტურულ მრავალფეროვნებას.

გაეროს ასოციაციათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, რათა უზრუნველყონ ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა, გაუმკლავდნენ საფრთხეებს და გაზარდონ სახელმწიფოთა ქმედითუნარიანობა ცხოვრების უკეთესი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005