მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაციის ვიზიტი შვედეთში

დემოკრატია და მმართველობა

30.მარ.2009

2009 წლის 22-29 მარტს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციების წარმომადგენლები ეწვივნენ შვედეთის გაეროს ასოციაციას. ვიზიტი მიზნად ისახავდა სამუშაო გამოცდილების გაზიარებას, მუშაობის თანამედროვე სტანდარტების გაცნობას და პროგრამის “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერას.

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციების წარმომადგენლებმა შვედეთის გაეროს ასოციაციის სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში, დაესწრნენ დაფინანსების მოძიების საკითხებში კონსულტანტის ფერ სტენბეკის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციებს საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და დაფინანსების წყაროების მოძიების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციების წარმომადგენლები შეხვდნენ შვედეთის გაეროს ასოციაციის გამგეობის აღმასრულებელ კომიტეტს შვედეთის პარლამენტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა, შეაფასეს არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციების წარმომადგენლები ეწვივნენ შვედეთის გაეროს ასოციაციის ადგილობრივ ფილიალს ლულეოში, სადაც გაეცნენ მოხალისეთა მონაწილეობითა და ადგილობრივი ფილიალის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებებს. სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით ლულეოს გიმნაზიის პედაგოგებმა ისაუბრეს გიმნაზიისა და შვედეთის გაეროს ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროექტებზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორცილებაზე კავკასიის რეგიონში.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, შვედეთის გაეროს ასოციაციამ ჩაატარა პრეზენტაცია მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ვითარებაზე, ორგანიზაციის სამუშაო გამოცდილებაზე, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე საქართველოს კულტურაზე, რელიგიასა და ისტორიაზე.

საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის გაეროს ასოციაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ნდობის მშენებლობის საკითხებში და უზრუნველყოფენ არასამთავრობო სექტორის ჩართვას ამ პროცესებში.

სამხრეთ კავკასიის გაეროს ასოციაციებს მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება დაეხმარებათ, რომ უზრუნველყონ ორგანიზაციული განვითარება და ღირებული წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიაში ნდობის მშენებლობის პროცესში.

შვედეთში ვიზიტი განხორციელდა პროგრამის “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ფორუმ სიდის/სიდას ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005