მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობა

ლტოლვილები და მიგრაცია

10.ივლ.2008

საქართველოს გაეროს ასოციაცია, 1998 წლიდან მიზნად ისახავს ლტოლვილთა დაცვის სფეროში ხანგრძლივი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ინიციატივის დამკვიდრებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინტერესების სფეროში მყოფი პირების საჭიროებების გამოვლენას და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებას.

ამ მიზნის მისაღწევად ასოციაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთობლივი პროგრამის “საქართველოს ლტოლვილთა საბჭო” ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა სახის ღინისძიებებს, ლტოლვილთა სამართლებრივ დახმარებას, სასამართლო წარმომადგენლობას, და ტრეინინგებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომელთანაც საქართველოს გაეროს ასოციაციას აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა.

საქართველოს გაეროს ასოციაცია "საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს” პროგრამის ფარგლებში 2001 წლიდან ახორციელებს რეგულარულ ტრეინინგებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრისთვის. ამ დროიდან დღემდე მოყოლებული საქართველოს გაეროს ასოციაციამ ტრეინინგი ჩაუტარა დაახლოებით 450 მესაზღვრეს, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნებს. ტრენინგების მიზანია განავითაროს მესაზღვრის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის სფეროში, და გააცნოს მათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა. ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს ლტოლვილთა საბჭოს პროგრამის ფარგლებში მომუშავე იურისტები და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშრომლები. ტრენინგები ტარდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლილოს სასწავლო ცენტრში.

ტრენინგზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა 1951 წლის ჟენევის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ და მისი 1967 წლის ოქმი, ისევე როგორც ლტოლვილთა დაცვა ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.

ტრენინგზე ასევე მუშავდება პრაქტიკული სავარჯიშოები, იმართება თავშესაფრის მაძიებლებთან მესაზღვრის მიერ განსახორციელებელ რიგ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ჯგუფური განხილვა,  ხდება მესაზღვრის მიერ მოწყვლად ჯგუფებთან მოპყრობის, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის და სხვა შინაგანი წესების თუ გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება. მონაწილეებს ასევე ურიგდებათ სასწავლო მასალები.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია, მესაზღვრეები მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას შევსებული შეფასების ფორმების მეშვეობით და აღნიშნავენ, რომ სურვილი აქვთ გაიარონ უფრო მეტი მსგავსი ტრეინინგი. წარმატება ასევე შესამჩნევია პრაქტიკურლი კუთხითაც, მესაზღვრეები უკეთ უმკლავდებიან თავშესაფრის მაძიებლებს საზღვარზე და ფლობენ ინფორმაციას მათი მოპყყრობის მინიმალური სტანდარტების შესახებ. ამჟამად, 2008 წელს უკვე ჩატარდა ორი ტრეინინგი და წლის მანძილზე დაგეგმილია კიდევ რამოდენიმეს ჩატარება.   


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005