მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
გაეროს მოდელირების ციკლის შემაჯამებელი კონფერენცია საქართველოს პარლამენტში

ახალგაზრდობა და განათლება

12.მაი.2008

გაეროს ასოციაციამ საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX Georgia) კურსდამთავრებულთა ჯგუფთან ერთად განახორციელა გაეროს მოდელირების ციკლი 10 უნივერსიტეტში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (ქუთაისში, ბათუმში, თელავში). მოდელირების ციკლი ორ ნაწილად ჩატარდა, პირველი ნაწილი მოიცავდა შიდასაუნივერსიტეტო მოდელირებებს, რომელთა საუკეთესო სტუდენტები აირჩნენ შემაჯამებელ სესიაში მონაწილეობისათვის. გაეროს მოდელირების შემაჯამებელი სესია მოიცავდა 3 დღიან ბანაკს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც 31 მონაწილე ერთად მოემზადა კონფერენციისათვის, მონაწილეობა მიიღო ინტერაქტიულ სემინარებში ეფექტური პრეზენტაციისა და ეკოლოგიის შესახებ და ჩართული იყო ინტელექტუალურ თამაშებში.

11 მაისს, გაეროს მოდელირების შემაჯამებელი კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ოფიციალურად გახსნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ბ-ნმა რობერტ უოთკინსმა.

მოდელირება მოიცავდა გენერალური ასამბლეის სიმულაციას და მასში 31 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. დელეგატებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო იდეები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემაზე – კლიმატურ ცვალებადობაზე. დელეგატებმა გაითავისეს ელჩების როლი, იმუშავეს პროდუქტიულად და დიდი წვლილი შეიტანეს მოდელირების ციკლის საინტერესოდ წარმართვაში.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების ცენტრების წარმომადგენლებს სასწავლო ტური ჩაუტარდათ
» საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჩაატარა გაეროს მოდელირების მეოთხე რეგიონალური კონფერენცია თემაზე - ატომური იარაღის გაუვრცელებლობა
» საქართველოს გაეროს ასოციაცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის 39-ე პლენარულ სხდომას დაესწრო
» უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შეხვედრა ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მხარდაჭერით განხორციელდა
» ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონფერენცია გუდაურში
» საქართველოს გაეროს ასოციაციის ვიზიტი შვედეთში

სიახლენი:
» სემინარი სტუდენტებისათვის “ინტეგრაცია და ტოლერანტობა”
» მიიღე მონაწილეობა გაეროს მოდელირების კონფერენციაში!
» ტრეინინგები საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის
» საგრანტო კონკურსი ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში

  UNAG © 2005