დემოკრატია და მმართველობა 4.მარ.2008
ინიციატივა ქუთაისის იურიდიული კლინიკა ხორციელდება 2007 წლის სექტემბრიდან გაეროს ასოციაციის მიერ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით. კლინიკური სწავლების მიზანია:
• კლინიკის სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა; • თეორიაზე დაფუძნებული ტრადიციული იურიდიული სწავლებისაგან განსხვავებული მიდგომის დანერგვა, რითაც სტუდენტს უვითარდება სამართლებრივი ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების, კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმართვის, საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიული ხერხებისა და მეთოდების გამოყენების და პროფესიული ეთიკის უნარ-ჩვევები. იურიდიული კლინიკა დაეხმარება ქ. ქუთაისის მოსახლეობას საბინაო ამხანაგობების დარეგისტრირებაში და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში. ამავე დროს კლინიკა მოქალაქეებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებს, გაუწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, რაც გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას, ასევე წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
|