მთავარი
  ჩვენს შესახებ     პროგრამები     ინფორმაციული რესურსები     მიმოხილვა     თანამშრომლები     სერვისები  
ENG | GEO  
სიახლეები | ბიულეტენი | ფოტოგალერეა | პუბლიკაციები | რეგულაციები
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე პანკისი ხეობაში

ლტოლვილები და მიგრაცია

25.ივნ.2007

წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა პარტნიორებთან საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და  წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან ერთად 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიება განახორციელა. ორშაბათს 18 ივნისს, სკოლის ასაკის 145 ლტოლვილი ბავშვისაგან შემდგარ ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა, პირველად ენახა საქართველოს დედაქალაქი. 18-დან 20 ივნისის ჩათვლით თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა გამართა ლტოლვილთა თემასთან დაკავშირებული ისეთი ცნობილი ფილმების ჩვენება როგორებიცაა სასტუმრო რუანდა, სააშკარაოზე გამოტანა და ზოზო.

ლტოლვილთა მიერ მოწყობილი გამოფენა გაიმართა სოფელ დუისში, პანკისის ხეობაში. გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო შეეკრა მარგინალური ჯგუფები, გაეძლიერებინა ინტეგრაციის პროცესი და ინტერკულტურული კავშირები ხეობის მოსახლეობას შორის. სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი ადგილობრივი საბავშვო ბაღის და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ხელოვნებისა და ლიტერატურული გამოფენები.    

გამოფენა ოფიციალურად გახსნა გლუკის წარმომადგენელმა ბ-ნმა პიტერ ნიკოლაუსმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ბ-ნმა გიორგი ხევიაშვილმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და მოკლედ ისაუბრა ლტოლვილთა პრობლემებზე. ხევიაშვილმა ლტოლვილებს გადასცა ბინადრობის მოწმობები, რომლებიც გამოყენებულ იქნება როგორც პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საშუალებას მისცემს მათ მიიღონ კუთვნილი სახელმწიფო დახმარება ბანკიდან.

სასცენო წარმოდგენების პარალელურად ხეობაში გამოფენილი იყო ლტოლვილების მიერ ხელნაკეთი სუვენირები, ნახატები, და ტრადიციული ნივთები: ჩანთები, ხალიჩები, ტანსაცმელი და სამკაულები.

ლტოლვილების მიერ გამართულმა გამოფენამ ცხადყო, რომ შესაძლებელია საკუთარი იდენტურობის, ენის, წეს-ჩვეულებების შენარჩუნება და ამავე დროს სხვა კულტურის გაზიარება. ამ მიზნით პრეზენტაციები დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩეჩნურ, რუსულ და ქართულ ენებზე.


  » დაათვალიერე:

პროგრამა

საძიებო ფრაზა:
  სიახლენი
სტატიები
დოკუმენტები
 

სტატიები:
» გაეროს სასკოლო მოდელირება 42-ე სკოლაში
» გაეროს სასკოლო მოდელირება 2011
» იუსტიციის სამინისტროში პროექტ „ჩემი უფროსი მეგობრის" გარშემო მრგვალი მაგიდა გაიმართა
» შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
» საგამ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში ტრენინგები და სადისკუსიო შეხვედრები ჩაატარა
» სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭომ საქართველოს გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

სიახლენი:
» გაეროს სასკოლო მოდელირების პირველი სხდომა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში
» პროგრამა 'ჩემი უფროსი მეგობრის' ჯგუფური შეხვედრა
» პროგრამა ”ჩემი უფროსი მეგობრის” ოფიციალური დაწყება
» ახალი პროექტის ''ჩემი უფროსი მეგობრის'' პრეზენტაცია 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

  UNAG © 2005